მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შიდა ქართლის დევნილთა დასახლებაში გზისა და წყლის პრობლემა მოგვარდა

შიდა ქართლში დევნილთა დასახლებაში გზისა და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

შიდა ქართლში დევნილთა დასახლებაში გზისა და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზისა და წყალმომარაგების სამუშაოები 11 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა. მოეწყო 2 ჭაბურღილი და 9 სხვადასხვა მონაკვეთზე ჯამში 14 კმ გზა დაიგო.

პროექტის შედეგად, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 10 დასახლებაში: წეროვანში, ახალსოფელში, ბერბუკში, თელიანში, მეტეხში, მოხისში, სკრაში, ხურვალეთში, შავშვებსა და გუგუტიანთკარში.

ინფორმაციისთვის, სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში, ვადაზე ადრე, დასრულდა. პროექტის განხორციელებას მთავრობის დაფინანსებით 7,2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.