რეგიონი

შსს: მესტიაში მოქალაქეები პოლიციის მითითებებს ემორჩილებიან

მესტიაში მოქალაქეები პოლიციის მითითებებს ემორჩილებიან
15:17 12.08
დაკოპირებულია

„მესტიის მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა. მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი.

მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგები 1000-მდე პირის კვლევის პასუხს ელოდებიან.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„კონკრეტულ მაგალითებზე მიდგება თუ არა საქმე, იმ წუთას უკვე ვხვდებით ან ფეიკ ნიუსს, ან რეალურ ფაქტს,...
20 წუთის წინ
2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ...
23 წუთის წინ
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს (https://mkdlaw.ge) უფროსი პარტნიორი დავით ძიძიგური და ამავე ფირმის უფ...
39 წუთის წინ
საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმე...
39 წუთის წინ
საქართველო-ბელორუსიის თამაში

„ამ დროს კოხტად იჯდა „ნაციონალური მოძრაობის“...

ინტერნეტმომხმარებელი თამარ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდების საყურადღებოდ პოსტს აქვეყნებს. ჭუ...
44 წუთის წინ
2 ნოემბრიდან ჯივიპის სერვის ცენტრები მომ...
პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრე...
არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარ...
„2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს...
კახა კალაძე: დავით სერგეენკოს ჯანდაცვის...
„ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი...