მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

გზების რეაბილიტაცია შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

„დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის სანიღვრე არხები, დამცავი ზღუდარები და საყრდენი კედლები.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. შუახევი-ჩირუხის გზა გრუნტოვანია და მასზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს. ასევე აღნიშნული გზით ადგილობრივი მაცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ გადაადგილებას ჩირუხის მთაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.