მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის დასახმარებლად ჯავახეთში ერთ დღეში 14 000 ლარამდე შეგროვდა

ჯავახეთში სომხეთისთვის დახმარება შეგროვდა

სამცხე-ჯავახეთში, მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად, თანხის შეგროვება გრძელდება. ახალგაზრდები სოფლებში ფულს კარდაკარ აგროვებენ, ხოლო ახალქალაქის ცენტრალურ პარკში მოხალისეები ტანსაცმელს და თანხას იბარებენ.

ჰუმანიტარულ ტვირთს სომხეთში გააგზავნიან. სურსათით დატვირთული ორი სატვირთო ავტომობილი უკვე გაემგზავრა სომხეთში.

30 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქციით 14 000 ლარამდე შეგროვდა. თანხა სომეხი ჯარისკაცების მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ სომხურმა ფონდმა - Hayastan All-Armenian fund ყარაბაღის დასახმარებლად კამპანია - „ყველა არცახისთვის“ დაიწყო.

30 სექტემბრის მონაცემებით, ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა 6 მილიონ დოლარს აჭარბებს.