მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ანაგაში აქციის მონაწილეებს ვიცე-მერი წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

სიღნაღის მერის შეხვედრა ადგილობრივებთან

სოფელ ანაგაში გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიღნაღის ვიცე-მერი შეხვდა.

მადონა ბატიაშვილის განცხადებით, ორშაბათიდან სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილზე მუნიციპალიტეტის ტექნიკა იმუშავებს. აღდგება დაზიანებული ჭაბურღილიც. მისივე თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის წყალმომარაგებისთვის 27 მლნ ლარი გამოიყო.

მანამდე კი ადგილობრივმა მოსახლეობამ წყლის მიწოდების მოთხოვნით, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადა. თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ამისი საშუალება არ მისცა.

აქციის მონაწილეების თქმით, პროექტი, რომელშიც 380 000 ლარი დაიხარჯა, გასულ წელს უნდა დასრულებულიყო.