მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ძველ ანაგაში სამელიორაციო არხები იწმინდება

მელიორაციის სამუშაო

შპს "საქართველოს მელიორაცია" ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარემონტო სამუშაოებს ტარდება. სოფელ ძველ ანაგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან  ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხები (საერთო სიგრძით 2,9 კმ) იწმინდება.

არხების მოწესრიგება მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებასთან ერთად, 80 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დამშრობ არხებზე მიმდინარე ღონისძიებები კომპანიამ საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება. დღეისათვის კახეთში სამელიორაციო სამუშაოების 13 პროექტი მიმდინარეობს.