მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ღორეშაში საავტომობილო ხიდი მოეწყო

ხიდი ღორეშაში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდინარე კვადოურაზე საავტომობილო ხიდი მოეწყო. ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე მონიტორინგს ახორციელებს.

მდინარე კვადოურაზე ამ დრომდე, ამორტიზებული ხიდით იყო შესაძლებელი გადასვლა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდით დაფინანსდა.

პროექტის ღირებულება 44 744 ლარია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში 30-მდე ხიდი და ხიდბოგირი მოეწყო.