საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მორიგი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს. - ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადების წარდგენა 2 დეკემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
მათივე ინფორმაციით,პროექტის სავარაუდო ღირებულება 9,7 მილიონ ლარზე მეტია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის 27 თვე არის განსაზღვრული.
„დღეისათვის, სოფელ გურჯაანში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი. წყალი არ იქლორება.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებსა და ჭაბურღილს. მოეწყობა 3 ჭაბურღილი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი.
პროექტის დასრულების შემდეგ 4 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.“- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს. კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დღეს, 28 თებერვალს, საბურთალოს რაიონში როსტევანის ქუჩა N15-თან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.
ექსპერტი ამირან სალუქვაძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სქი-ქროსში და სნოუნორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.