მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ლატალის ტყეში ხანძარია

აბასთუმნის ტყეში ხანძარი გაურკვეველ ვითარებაში გაჩნდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები.

ამავე ინფორმაციით, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.