მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ნარაზენში სახლი დაიწვა

ზუგდიდში სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხანძრეების დროულად მისვლის მიუხედავად ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.