სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა.
როგორც PIA.GE -ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.