მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ შილდაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

არ გადაკვეთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მამაკაცი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. 43 წლის კაცი ფოლადის ბაგირით არის ჩამომხრჩვალი.

ის საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, მას ამ დროისთვის სახლში სარემონტო სამუშაოები ჰქონდა დაწყებული.

არის თუ არა ეს თვითმკვლელობა, ნათესავებმა არ იციან, რადგან, მათი თქმით, გარდაცვლილს რაიმე ტიპის პრობლემები არ ჰქონდა.

ამ წუთებში სოფელ შილდაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტებს ელოდებიან.