რეგიონი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები ქედაში დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“ ფარგლებში,
სოფლის კრებები ქედაში
დღეს დაიწყო
1617894007
დაკოპირებულია

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფლის კრებები ქედის მუნიციპალიტეტში დღეს დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, კრებები მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართება და განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ღია კენჭისყრით შეარჩევს.

მათი თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 750 00 ლარია.

კრებებს დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან და პირველ მოადგილესთან - როლანდ ბერიძესთან ერთად დაესწრო.

მინისტრმა ასევე მოინახულა სოფელ ქვედა აქუცასთან დამაკავშირებელი დასრულებული საავტომობილო ხიდი.

როგორც ადგილობრივებმა შეხვედრისას აღნიშნეს, ხიდის მშენებლობით სოფლის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში გადაუჭრელი მძიმე ყოფითი პრობლემები მოგვარდა. ამ დრომდე ისინი ცენტრს მხოლოდ საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდნენ, რაც ართულებდა გადაუდებელი სასწრაფო/საგანგებო სერვისებით დროულ სარგებლობას და საფრთხეს უქმნიდა სკოლის მოსწავლეებს გადაადგილებისას.

ინფორმაციისთვის, ხიდის მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 923 050 ლარი დაიხარჯა.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1619178031

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.

1619177604

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1619177584

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868
„ჩვენ ყოველთვის
შეგვიძლია დავეყრდნოთ
თბილისს და ანალოგიურად
თბილისს შეუძლია ჰქონდეს
კიევის იმედი“

„ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი: ამნისტიის აქტის აუცილ...

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო...

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.