საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების(ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია.
„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.