მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: გელათის ტაძრის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება

პარლამენტის წევრი 2021

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გელათის ტაძარში რესტავრაციის დროს დაშვებულ ხარვეზებს გამოეხმაურა.

„გელათის ტაძრის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, ამას ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რადგან სეზონი, რაც ახლა დგას იმერეთში, რომელიც გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის“

თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება.

„ კომიტეტების წარმომადგენლებმა მოინახულეს ის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ხანია, მიმდინარეობს და უკვე ცნობილია, რომ ამ სამუშაოებისას, შემსრულებელი კომპანიის მიერ დაშვებულ იქნა სერიოზული ხარვეზები.

ჩვენ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ კომიტეტის სხდომა, სადაც მოვუსმინეთ არა მხოლოდ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, არამედ მოვუსმინეთ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც, ასევე რესტავრატორ-არქიტექტორსა და შემსრულებელ კომპანიას.

ფაქტია, რომ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.