მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო

თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ გაფრთხილება მიიღო

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თელავის აგრარულ ბაზარში დღეს გეგმიური შემოწმება განახორციელეს, რა დროსაც გაირკვა, რომ ბაზარს თერმოსკრინინგისთვის საჭირო ორი თერმომეტრის ნაცვლად, ერთი აღმოაჩნდა.

ადმინისტრაციას მისი შეძენა უახლოეს საათებში დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარს შესაბამისი ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

თელავის ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის თქმით, რეგულაციის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო უკვე მიმდინარეობს.

„აუცილებლად შევიძენთ თერმომეტრს. ხვალ დილამდე მოგვეცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვაჯარიმებენ და ხელახალ ვადას მოგვცემენ. ცხადია, ბაზარს არ უღირს ჯარიმებზე მუშაობა. სხვა შემთხვევაში ობიექტის დახურვა მოგვიწევს, რაც მოვაჭრეების უკმაყოფილებას გამოიწვევს",- განაცხადა თურქოშვილმა.

თელავის აგრარული ბაზარი პანდემიის პირობებში რამდენიმე კვირის განმავლობაში დახურული იყო.