მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ

ინფექცია 2020

თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ

სამი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. ლუგარის ლაბორატორიის პასუხი კი სამედიცინო დაწესებულებას ცოტხნის წინ ეცნობა.

სავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, მათ კლინიკაში ცხელების სიმპტომით პაციენტებიდან 2 საკარანტინე ზონიდან, 1 კი ბინიდან გადაიყვანეს.

სამივე მათაგანს რისკ ჯგუფის ქვეყანაში მოგზაურობია ისტორია აქვს, რის გამოც მათი სიმპტომების covid-19 - ზე გადამოწმების აუცილებლობა დადგა.

კახეთის რეგიონში კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.