მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

პოლიცია, შსს, ლენტი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომანქანა მაღაზიას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი, 60 წლის კაცი.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე