მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში ავტომობილი ქალს დაეჯახა

ლენტი მანქანაზე

თელავი - თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალაქის გასასვლელთან მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

მათივე თქმით, მან ჩასარიცხ აპარატზე თანხა გადაიხადა, რის შემდეგაც უკან ბრუნდებოდა.

დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ - კრიმინალისტები არიან მობილიზებული.