მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავარია თელავში

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, golf- ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მძღოლი და ერთი მგზავრი სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.