მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავთან ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს

საკონტროლო-გამშვები პუნქტი თელავში

თელავთან ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს. ინფრასტრუქტურა გუშინ, ყველა ლოკაციაზე კომენდანტის საათის გამოცხადებამდე მოეწყო.

ადგილზე სამხედრო პირები, სამართალდამცავები და მედიკოსები იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობის თერმოსკრინინგის პროცედურას ახორციელებენ. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი ექიმები შესაბამის სამუშაოს ჩაატარებენ.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება დარღვევებსა და ჯარიმებს, ძირითადად, ავტომობილებში მგზავრთა სიმრავლეს უკავშირდება.

მგზავრებს კონტროლის გავლა თელავიდან გურჯაანის, ახმეტის, გომბორისა და ყვარლის მიმართულებით გადაადგილების დროს უწევთ.