მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი იხსნება

თეთრიწყარო

"ინფიცირების ბოლო შემთხვევა თეთრიწყაროს რაიონში გვქონდა 22 მაისს. მას შემდეგ ერთი ინკუბაციური პოერიოდი უკვე გავლილია და ამ დროის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ უკვე შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, 14 დღის განმავლობაში რაიონში 449 პირი იქნა გამოკვლელული და მათგან ყველას პასუხი უარყოფითია.

პრემიერმა თეთრიწყაროს მოსახლეობას სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, რათა კვლავ არ გახდეს საჭირო მკაცრი შეზღუდვების დაწესება.

"ამავე დროს, უნდა მოვუწოდოთ თეთრიწყაროელებს, რომ დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება,“ - მიმართა გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში მცხოვრებლებს",-აღნიშნა გიორგი გახარიამ.