რეგიონი

საკუთარი დედის ცემის ფაქტზე 51 წლის კაცი ტყიბულში დააკავეს

დაკავებული ადამიანი ზურგით
09:23 22.05
დაკოპირებულია

პოლიციამ ტყიბულში 51 წლის კაცი დააკავა, რომელიც საკუთარი დედის, 70 წლის ქალის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაშია ბრალდებული. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს დაკავებულის მეზობელმა შეატყობინა.

შსს-ს ოფიციალური ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას - 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ჯარიმა დაწესდება

საქართველოში ახალი ჯარიმები დაწესდება

ავტოტრასპორტის პარკირებასთან, მანქანის მიტოვებასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდებ...
ახალციხეში რუსეთიდან 25 მაისს დაბრუნებულ დედასა და ორ მცირეწლოვანს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ ა...
23:29 29.05
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკა...
22:18 29.05
დღეს ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის დისტანციური...
21:05 29.05
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩია...
21:00 29.05
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოხანაშვილი ოპოზიციას: ადამიანებს სიცოცხლე წაა...
"თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ...
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სავალა...
ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპი...
თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლო...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალ...
გახარია: 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნ...
ქვეყანა ორ ფორნტზე იბრძვის იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და ი...