მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წალენჯიხაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

არ გადაკვეთო 4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი დაშავდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს შუბლის ძვლისა და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი გადაყვანა თბილისში იგეგმება.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.