მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალმომარაგების დირექტორი: რაჭაში წყლის მიწოდება აღდგა

რაჭის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა და ამ დროისთვის სტაბილურად მიეწოდება. ამის შეასხებ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე რიონმა ონში, სოფელ ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა.

„ონში დაახლოებით 1300 აბონენტი გვყავს, აქედან 500 ოჯახს წყალი დროებით არ მიეწოდებოდა. გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა წყალმომარაგება. ამ დროისთვის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა არ აქვთ. თუმცა მიმდინარეობს სამუშაოები რომ თავიდან იქნას აცილებული გარკვეული გაუგებრობები“, - განაცხადა გიგა მანდარიამ.

ცნობისთვის, რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო. ძლიერი წვიმის გამო რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა, რამაც სოფელ ღებთან მისასვლელი გზა დატბორა.