რეგიონი

წყალმომარაგების კომპანია ლაგოდეხის მოსახლეობის პროტესტს პასუხობს

წყალმომარაგების კომპანია ლაგოდეხის მოსახლეობას პასუხობს
19:25 01.08
დაკოპირებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის ხარისხის შესახებ ლაგოდეხის მოსახლეობის პროტესტს პასუხობს.

კომპანია განმარტავს, რომ ინფორმაცია ლაგოდეხის მოსახლეობისთვის დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება , რასაც როგორც კომპანიის ლაბორატორიების, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში აღებული წყლის ხარისხის ვარგისიანობის დასკვნები ადასტურებს.

კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, აბონენტებს ძველი დავალიანების დაფარვა გრაფიკის მიხედვით შეუძლიათ.

„რაც შეეხება მრიცხველების დემონტაჟს, ეს ვერ მოხდება, ხოლო ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით, კომპანიამ მოსახლეობას ვალის 3 თვიდან 3 წლამდე გადანაწილება შესთავაზა და მათ ამ გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა აქვთ”, - აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ლაგოდეხის მოსახლეობა გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი თვის წინ შეთანხმდნენ, რადგან აბონენტებისთვის 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებისა და წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის გამრიცხველიანება აუცილებელი პირობაა. მრიცხველების არ არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა შეუძლებელია. რაც შეეხება ტარიფს, ლაგოდეხი სარგებლობს 2010 წელს დადგენილი სტანდარტული ტარიფით, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს. სატარიფო პოლიტიკას კი ადგენს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

ლაგოდეხში ადგილობრივმა მოსახლეობამ წყლის ხარისხის შესახებ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე თბილისის ნარჩენების სტრატეგიაზე მომუშავე კონსორციუმის ხელმძღვანე...
23:17 07.08
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფ...
22:29 07.08
„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა...
22:05 07.08
საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-...
21:24 07.08
დევნილებმა სახელმწფიოსგან ბინები მიიღეს 251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან ბინები გადაეც...
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი გადა...
„ზომიერება გვჭირდება და არა რადიკალიზმი“...
„ძალიან გვჭირდება ორპოლუსიანობის დაძლევა“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბ...
10 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უნალ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხე...
ივანე მაჭავარიანი: საქართველო გერმანიის...
„დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები...