მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალტუბოში დევნილებისთვის 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

წყალტუბოში დევნილებისთვის 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 140 ბინის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.

სამუშაოები ითვალისწინებდა საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიის მაქსიმალურ კეთილმოწყობას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, დამატებით 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია. მისი დასრულების შემდეგ, 2020-2021 წლებში, 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.