მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წვიმამ ხანძარი ყველგან ჩააქრო“ - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება

ნახანძრალი გაგრა

„წვიმა დაიწყო და ხანძრები მთლიანად ჩაქვრა. სიტუაცია, პრინციპში, მართვადი და კონტროლირებადი იყო. ასევე დღეს ხანძრები იყო ოჩამჩირის რეგიონში, ისინიც ჩამქვრალია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა რომან ლაბიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ხანძრების გავრცელების არეალი ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის.

👉 ინფორმაციისთვის, გაგრის მიდამოებში ტყის ხანძარი 4 იანვარს გაჩნდა.

👉 2 დღეში ცეცხლი ცენტრალურ მაგისტრალამდე მივიდა და კლდის ჩამოვარდნა გამოიწვია. შემდეგ რთული მდგომარეობა შეინიშნებოდა სანატორიუმ „მოსკოვის“ მახლობლად, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ხანძარი ნაწილობრივ ლიკვიდირებულია

👉 შამბა: ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება

👉 ხანძრის გამო გაგრის რაიონს დენის მიწოდება შეუწყდა