მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ლაშა გოგნიაშვილი

ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილების უფროსის ლაშა გოგნიაშვილის თქმით, დმანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელი იმყოფება.

ის აღნიშნავს, რომ ამჟამად ვითარება განმუხტულია მოქალაქეები არიან განიარაღებულნი და მისი ინფორმაციით, დაკავებული არავინ არ არის.

როგორც გოგნიაშვილი აცხადებს, ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც იმყოფებიან დმანისში.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელი იმყოფება ადგილზე, გუშინაც იყვნენ და დღესაც არის, კიდევ დაემატება ძალები. ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.

ინფორმაციისათვის, დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსახლეობასა და ეკომიგრანტებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება 17 მაისს განახლდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

✅„რას ელოდებით? ღლიით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია“- ზურაბ ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე მოვლენებზე

✅დმანისში დაპირისპირება კვლავ გრძელდება (ვიდეო)