მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზესტაფონში მოსახლეობა ქუჩების რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებას აპროტესტებს

აქცია ზესტაფონში

ზესტაფონში ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის 3 მთავარი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებას აპროტესტებს. 

მათი თქმით, რეაბილიტაციის სამუშაოები 6 თვეა დაწყებულია, თუმცა ქუჩები დღემდე გადათხრილია, რის გამოც ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.

მოქალაქეების განცხადებით, ფაქტობრივად, პარალიზებულია ბაზრობებთან მისასვლელი გზა, პრობლემა ექმნება სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების მანქანებსაც და ისინი გამოძახებაზე დროულად ვერ მიდიან.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად გადაჭრას ითხოვს. მათი თქმით, კომპანია, რომელიც რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების დასრულებისთვის კიდევ 4 თვეს ითხოვს.