მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზესტაფონში, ცაგერსა და ლაგოდეხში გზების რეაბილიტაცია იწყება

ბერთუბნის დასახლება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის, ცაგერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  რეაბილიტაციას იწყებს.

ზესტაფონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, ასევე - კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გარე განათება, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმსა და სოფელ ქულბაქამდე მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საყრდენი კედელი,  ახალი ხიდბოგირი,  წყალამრიდი მილები და გაბიონები.

შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც 

მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ეზოში შესასვლელები და წყალამრიდი მილები.

პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და მგზავრთა გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.