მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება

შეხვედრა ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ინგირში, განმუხურში, რუხსა და ჩხორიაში დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებებში 19 შენობის სახურავი გამოიცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო.