მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მერია 24 ოჯახს სახლს აუშენებს

მერი სოფელში ერთ-ერთ ოჯახს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ოჯახს პირადად გააცნო და სოციალური სახლების მშენებლობის პროექტში მოხვედრა მიულოცა.

„გოგოხიების ოჯახს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევს ცხოვრება, ახალი სახლის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება და წლის ბოლოსთვის ისინი კეთილმოწყობილ სახლში იცხოვრებენ. ზაზა გოგოხიას მსგავსად, საცხოვრებელი სახლი კიდევ 23 ოჯახს აუშენდება. „ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამით კი 21 ოჯახი ისარგებლებს. სოციალური სახლების მშენებლობასა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაზე პრიორიტეტული ოჯახები მერიის სოციალურმა კომისიამ გამოავლინა“, - აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მერიამ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წელს აშენებული სახლების ჩათვლით, მათი რიცხვი 117 იქნება.