მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებისა და საერთო სივრცეების სპეციალური ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს. ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოსაცდელები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა 52 სკოლას, 62 საბავშვო ბაღს და ყველა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებას.