მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა დაიწყო

მშობლები პროდუქტის რიგში

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დარიგების პროცესს მონიტორინგს გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია უწევენ.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგება. ამ ეტაპზე ორი კვირის მარაგს გადავცემთ და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ვაკონტროლებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები იქნას გათვალსიწინებული. პროცესში ასევე, მოხალისეები არიან ჩართულები. ისინი მაქსიმალურად აკონტროლებენ სოციალურ დისტანციას“,-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში 62 სააღმზრდელო დაწესებულებაა, სადაც 4172 აღსაზრდელია.

პროდუქტის გაცემა დღეს დაიწყო და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.