მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა

ზუგდიდში 55 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„წლის ბოლომდე 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდება. სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. უკვე დასრულდა ლ. ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.