მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღეს

ზუგდიდში გარევაჭრობის დახლები

ზუგდიდში, ე.წ. გულუას პარკთან გარევაჭრობისთვის განკუთვნიი დახლები აიღეს და კონსტრუქციები დაშალეს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწყებულ დემონტაჟს წინ ხმაური უძღოდა.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ გარევაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგლები აცხადებენ, რომ გარევაჭრობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და მას ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხეც ემატება.

მერიაში განმარტავენ, რომ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართიც შეთავაზეს.