მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ

მდინარეში მოზარდს ეძებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი მდინარის მეორე მხარეს ძროხის გამოსაყვანად გადადიოდა. ვარაუდობენ, რომ მოზარდი დინებამ წაიღო.

ამ წუთებში ადგილზე მოზარდის ახლობლები, ადგილობრივები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

მდინარეში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.