მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში სახლი დაიწვა

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში, ჩარგაზიას ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მერის მოადგილის ინფორმაციით, მერია დაზარალებულ ოჯახს ფულად დახმარებას გაუწევს და საჭიროების შემთხვებაში, ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართავს.