მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - არიან დაკავებულები

დაკავება აჭარაში

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 7 პირი.

დაკავებულები ბრალდებული ძმების, წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები არიან. მათ შორისაა, ასევე, ენმ-ის ერთ-ერთი აქტივისტი ბონდო თედორაძე.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და მომიტინგეებს კარვები ძალის გამოყენებით ჩამოართვა.

დაკავებული რეზო წულუკიძის მეუღლის ნარი ფუტკარაძის თქმით, დაპირისპირებისას მის დაზე პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა და მას ნეკნები ჩაუმტვრია. ახალგაზრდა ქალი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულ წულუკიძეებს, ჭელიძეებსა და ელდარ ანთაძეს გამოძიება რიონის ხეობაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.