მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მ სენაკის მუნიციპალიტეტს გრეიდერი გადასცა

გრეიდერი

აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით სენაკის მუნიციპალიტეტს გრეიდერი გადასცა.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, $98,000 დოლარის ღირებულების დახმარება საგანგებო სიტუაციებისას მუნიციპალიტეტის მზადყოფნასა და რეაგირებას გაზრდის. ასევე, ადგილობრივ მთავრობას სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაეხმარება.