რეგიონი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა

ბათუმის საკრებულოს
სხდომაზე მიღებული
გადაწყვეტილებით,
ბიუჯეტში ცვლილებები
განხორციელდა
1634207189
დაკოპირებულია

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 800 ათასი ლარი ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებასა და 26 მაისის ქ. #13-ში დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას მოხმარდება.

„ცვლილებების შესაბამისად, სარეზერვო ფონდი გაიზარდა 800 ათასი ლარით, რომელიც მოხმარდება ბათუმში სტიქიის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე, შენობებზე, მიმდებარე ტერიტორიებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებასა და 26 მაისის ქ. #13-ში დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას. ასევე, 350 ათასი ლარი გამოიყო, 26 მაისის ქ. #13-ში ავარიული სახლის სადემონტაჟო სამუშაოებისთვის, ხოლო 125 ათასი ლარი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

👉 ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

„მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933
კახა კალაძე

კახა კალაძე: ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მ...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი დ...

ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

„უკომენტაროდ!“ - პატრიარქის ძმისშვილმა ფ...

პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა.