რეგიონი

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სრული დემონტაჟი მოხდება

ბათუმში საცხოვრებელი
კორპუსი ჩამოინგრა Pia.ge 8.10.2021
1634199204
დაკოპირებულია

ბათუმის მერია 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის სრულ დემონტაჟს განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაავრცელა.

ამავე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისთვის 500 ათასამდე ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება მიმდებარე შენობებს, ცნობილი ხდება, რომ მათი მდგრადობა შემოწმებულია და საცხოვრებლები უსაფრთხოა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

👉 ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

„მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.