მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში, ფერიის დასახლებაში მეწყერმა სამი სახლი წაიღო

ფერიაში მეწყერმა 3 სახლი წაიღო

ბათუმში, ფერიის დასახლებაში მეწყერმა სამი სახლი წაიღო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა ერთი ადამიანი დაშავდა.

ფერიის ადმინისტრაციული ერთეული წარმომადგენელი, ბეგლარ აბაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მეწყერი შევარდა ზურაბ ბაკურიძის სახლში, სადაც ერთი ქალი დაზიანდა.

„ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეწყერმა დაანგრია ჯუმბერ ქართველიშვილის და რამაზ ანთაძის საცხოვრებელი სახლები. ამ სახლებში მცხოვრები ადამიანები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან და დროებით საცხოვრებელში გადავიყვანთ“, – ამბობს ბეგლარ აბაშიძე.

მეწყერმა ასევე ჩახერგა ცენტრალური გზა სოფელ ყოროლისთავში, მასაურასა და წიქარეულში.