მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვების მოწამვლასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა საგენტომ გურიაში მოკვლევა დაიწყო

რეგიონების შემოწმება

გურიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იუწყება.

„არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა სურსათის მიმწოდებლები, რომლებიც საბავშვო ბაღებს 8 დღის მარაგს აწვდიან.

გაიცა დამატებითი მითითებები გენერალური რეცხვა-დეზინფექციისა და პერსონალის ენტერობაქტერიებზე კვლევის შესახებ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება“, - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 ბაღში 100-მდე ბავშვი მოიწამლა. ინტოკსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ, საკვები გახდა.