მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბობოყვათში პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეები კარავს შლიან

აქცია

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

ტერიტორია, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ აჭარის მთავრობამ აუქციონზე გასასხვისებლად გაიტანა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2 დღის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერ შედგა.

უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ ტერიტორია აუქციონზე მაინც გააქვთ, ამიტომ ადგილობრივებმა ხელისუფლებასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

„გავშალეთ დღეს აქ კარავი იმისათვის, რომ ხელისუფლება გარიგებულია ინვესტორთან და ძალიან დიდ ლუკმას ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაიდებენ ჯიბეში, მაგრამ ვერ ჩაიდებენ, იმიტომ რომ ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“ - აღნიშნა უფლებათა დამცველმა.

აუქციონის ვადა 25 ივნისს იწურება, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშალონ კარავი და ტერიტორიის შეძენით დაინტერესებულ ინვესტორს დაანახვონ, რომ ეს მიწა ხალხის საკუთრებაა.

„თუ ჩვენს მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხები არ იქნება შემდეგში უფრო და უფრო გამწვავდება ეს პროტესტის ფორმა“ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.