მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლნისი საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა

დასუფთავება ბოლნისში

„ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“,- ამ დევიზით წელს მსოფლიო დასუფთავების კამპანია ტარდება, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, მერიისა და შპს „კომუნალური მეურნეობის“ თანამშრომლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბა თამარისის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.

დასუფთავების აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით გაიმართა.

საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. პროექტი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.