რეგიონი

ბოლნისის საკრებულომ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტი დაამტკიცა

საკრებულომ „ბოლნისის
მუნიციპალიტეტის 2021-2023
წლების ახალგაზრდობის
განვითარების
სტრატეგიის“ დოკუმენტი
დაამტკიცა
1623063321
დაკოპირებულია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი დაამტკიცა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი განიხილა.

საკრებულოს სხდომაზე მოხსენებით წარდგა მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი, რომელმაც ახალგაზრდულ საკითხებში მერის თანაშემწე სალომე საღინაძესთან ერთად დეპუტატებს დოკუმენტი გააცნო.

მათი თქმით, ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტს სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მათივე ცნობით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდებისთვის შექმნას თანაბარი, ხელმისაწვდომი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წინაშე არსებული გამოწვევების, სირთულეების დაძლევას, ახალგაზრდების განვითარებასა და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დამტკიცებამდე მოეწყო მისი საჯარო განხილვაც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.