მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიათურაში სამმა ქალმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში სამმა ქალმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეცის“ საქმიანობით დაზარალებულმა კიდევ სამმა ადამიანმა, ქალმა პირი ამოიკერა.

ისინი „ჯორჯიან მანგანეცის“ სამუშაოებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ამ უკიდურეს ფორმას უკვე 8 ადამიანმა მიმართა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, ხოლო საკარმიდამო ეზოები დაიმეწყრა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეცმა“ ისინი საკუთარ სოფელში დევნილებად აქცია.

კომპანია ზარალის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში პროტესტი მიმდინარეობს და ადგილობრივები კომპანიას მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.