მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით შერაზადიშვილმა  სოფელ ტანძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

დავით შერაზადიშვილმა  სოფელ ტანძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საკემპინგე, საპიკნიკე და სავაჭრო დახლების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნესს აქტივობების ხელშეწყობა“ ფარგლებში, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საკემპინგე, საპიკნიკე და სავაჭრო დახლების მოწყობა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე ტურისტულ სექტორში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებითაც გადამზადდა.

მათივე ცნობით, პროექტისთვის გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 59 200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 49 340 ლარს შეადგენს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნესს აქტივობების ხელშეწყობა“ ხელშეკრულებას ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონიმ გასულ წელს მოაწერეს.

„დღეს მოვინახულეთ სოფელ ტანძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკურ გაძლიერებას, ბიზნესს აქტივობების ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საკემპინგე, საპიკნიკე და სავაჭრო დახლების მოწყობა მიმდინარეობს და ტურისტული სეზონისთვის ყველა სამუშაო უკვე დასრულებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულ სექტორში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

მოხარული ვარ, რომ UNDP ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს და ამ მიმართულებით აქტიურად გვეხმარება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.